ქვე კატეგორიები არ მოიძებნა.
Code: TA001421
999.00 ₾
969.00 ₾
Samsung A556E Galaxy A55 სმარტფონი მაღალი ხარისხის ფოტოებითა და ვიდეოებით ნამდვილად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. 50 MP მაღალი რეზოლუციის მქონე კამერას პროფესიონალური დონის ფოტოების გადაღება შეუძლია. მოწყობილობას აქვს სამი კამერა, ავტომატური ფოკუსირებით (PDAF) და ოპტიკური სტაბილიზაციით (OIS). აქვს აქსელერომეტრი, ბარომეტრი, გიროსკოპი და სინათლის სენსორი.
მაღალი წარმადობის მქონე, Exynos 1480 პროცესორი უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი ოპერაცია სწრაფად და შეუფერხებლად შესრულდეს. Samsung A556E Galaxy A55 1080 x 2340 გაფართოების მქონე Super AMOLED ეკრანი საუცხოო კონტრასტით აჩვენებს გამოსახულებას, ნებისმიერი დახრილობის კუთხიდან.
ეკრანის განახლების სიხშირე 120 Hz-ია, რაც გულისხმობს თუ წამში რამდენი ახალი კადრის ჩატვირთვა შეუძლია ეკრანს. 120 Hz კი უზრუნველყოფს სროლინგისას კადრის უფრო გლუვად გადასვლას და ცვლილებას. რაც უფრო ეფექტურს ხდის გეიმინგს და კონტენტის ათვისებას.
ჩაშენებული Li-ion ბატარეა 5000 mAh მოცულობით და სწრაფი დატენვის რეჟიმით, 25 W სიმძლავრით მუხტავს მობილურ ტელეფონს უმოკლეს დროში. სმარტფონს აქვს ალუმინის ჩარჩო და Corning Gorilla Glass Victus+ მინისგან დამზადებული ეკრანი, IP67 რეიტინგის მქონე, დაცული კორპუსი, რომელიც მას იცავს ნესტისა და მტვრისგან.
969.00 ₾
999.00 ₾
მომხმარებელი, რომელიც ვებ გვერდ Taon-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას Taon.ge-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს Taon-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, Taon.ge-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.
გამოიწერე სიახლეები